ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიქმნება თუ არა ახალი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში


დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ დატოვა, არ გამორიცხავს, რომ თანამოაზრეებთან ერთად ფრაქცია შექმნას. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

„კონსულტაციები არ მაქვს არავისთან, ძირითადად ურთიერთობა მაქვს თამარ ხულორდავასთან და თამარ ჩუგოშვილთან. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ გამოიკვეთება ის ხალხი, ვისაც ერთნაირი აზრი და დამოკიდებულებები გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამან ფრაქციის ფორმა მიიღოს“, - თქვა დეპუტატმა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 14 ნოემბერს დატოვა ცხრა დეპუტატმა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე, ირინე ფრუიძე, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

მეორე დღეს, 15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა: ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.

XS
SM
MD
LG