ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე იქნება


ქართულმა ოცნებამ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. აქამდე ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა.

პრემიერის კანდიდატურას ქართული ოცნება პრეზიდენტს წარუდგენს, რის შემდეგაც პრეზიდენტი პარლამენტს გადაუგზავნის მის კანდიდატურას, განსახილველად და დასამტკიცებლად. კაბინეტის დასაკომპლექტებლად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შვიდი დღე აქვს.

მამუკა ბახტაძეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე ეკავა. ხოლო 2013-2017 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო. მამუკა ბახტაძე წარდგენილი რეზიუმეს მიხედვით ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი. ასევე, მას სამაგისტრო ხარისხი მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერისიტეტში აქვს მიღებული. 2010 წელს მას INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტის 2018 წლის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას მამუკა ბახტაძის შესახებ არ სმენია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG