ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-საქართველოს ორმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში


ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში იმართება

9 დეკემბერს, ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში იმართება უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ქართული მხარიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი (თანა-თავმჯდომარე), თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ( თანა-თავმჯდომარე) საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ამერიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დავით ჩოჩუა და სხვა ოფიციალური პირები.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე ეველინ ფარკასი ( თანა-თავმჯდომარე), სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე გრეგ კაუსნერი ( თანა-თავმჯდომარე), სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მარკ პომერშეიმი, მრჩეველი ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებში დეივ ფროუმენი და სხვები.
XS
SM
MD
LG