ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა საქართველოს მთავრობას ულოცავს


„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ხელმძღვანელობას, საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ამ მნიშვნელოვან, ორპარტიულ გადაწყვეტილებას“

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ულოცავს წარმატებას საკონსტიტუციო შესწორებების მიღების საქმეში.

„საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საკანონმდებლო შესწორებას, რომელმაც საერთაშორისო საკონსტიტუციო ნორმების შესაბამისად, პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება ჩამოართვა.

შეერთებული შტატები
ულოცავს საქართველოს ხელმძღვანელობას, საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ამ მნიშვნელოვან, ორპარტიულ გადაწყვეტილებას. ის განამტკიცებს ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის გზას და მთავრობას საშუალებას მისცემს განაახლოს ყურადღება ხელისუფლების წინაშე არსებულ მრავალ საკითხზე.

მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც საფუძვლად დაედო ამ შეთანხმებას. და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოს და ქართველთა კეთილდღეობის ინტერესების გათვალისწინებით, შეინარჩუნონ კონსტრუქციული და წინდახედული ტონი საჯარო დისკუსიებში“
- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG