ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ისტორიული ფასეულობები


საქართველო აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახალ პროექტს ახორციელებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:41 0:00
ბმული


საქართველო აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია აშშ-ის გამოცდილების გაზიარება კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში.

რამდენიმე დღის წინ ალავერდში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით ”ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ვიზიტორთა მომსახურების ამერიკული გამოცდილების გაზიარება”, დაინტერესებული მხარისთვის, რომელსაც წარმოადგენენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საპატრიარქო, სტრატეგიული განვითარების სააგენტო, ”იუნესკოს” ეროვნული კომისია, მსოფლიო ბანკი, ტურიზმის ასოციაცია, ილიას უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და სხვა.

ამერიკის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენლის საქართველოში, პაატა შანშიაშვილის თქმით, საქართველომ ამერიკასთან ამ საკითხში თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1999 წლიდან დაიწყო :

” ეს პროგრამა საქართველოში დაიწყო 1999 წელს, მას შემდეგ ჩვენ ვეხმარებით საქართველოს დაგეგმვის გაუმჯობესებაში და რაც მთავარია, კვალიფიკაციის ამაღლებაში, ვაწყობთ სასწავლო ტურებს ამერიკაში, ადგილზე ვუტარებთ სწავლებებს დაინტერესებულ მხარეებს. განსაკუთრებით ჩვენ ვმუშაობდით გარემოს დაცვის სფეროსთან, კერძოდ დაცული ტერიტორიების ინსტიტუციასთან. ახლა საინტერესო სიახლე მოხდა, ჩვენ მუშაობას ვიწყებთ კულტურის სამინისტროსთან, ძეგლთა დაცვის სამსახურთან, ეროვნულ სააგენტოსთან.”

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ამბობს, რომ საპატრიარქოს მხარემ ხმამაღლა, ყველას გასაგონად უნდა თქვას, რომ როგორც კულტურული მემკვიდრეობაა ძვირფასი და მოსაფრთხილებელი, ისევე ის გარემო, რომელიც ღვთისქმნილია:

” ჩვენი ინტერესი იყო გამოწვეული იმით, რომ საქართველოს საპატრიარქოს, ეკლესიას აქვს დიდი ზომის, ბევრი ტყის ფართობი, ჭალა და მინდორ-ველი, დაცული ტერიტორიები. კონფერენციაზე ჩვენ კონკრეტულად ვილაპარაკეთ ორ ეპარქიაზე, ორ რაიონზე - დედოფლისწაყაროს და ახმეტის რაიონზე, იმიტომ რომ ახმეტის რაიონი - ალავერდის ეპარქია იდეალურ და ბედნიერ შემთხვევას წარმოადგენდა. იქ გარდა საეკლესიო დაცული ტერიტორიისა ,ალავერდის ჭალა 260 ჰექტარი , რომელიც არის ბუნების უნიკალური ძეგლი, რომელიც ფაქტიურად ეკლესიაზე გადაცემით გაჩეხვა-განადგურებას გადაურჩა. არის კიდევ ეროვნული პარკი თუშეთში, არის დაცული ტერიტორია, არის ნაკრძალი . თანამშრომლობა გვიწევს რამდენიმე მხარეს : მუნიციპალურს, კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს.. ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს ჩვენს ეპარქიააში. მაგრამ ჰერეთის ეპარქიაში, დედოფლისწყაროს მხარეს ყველაზე დიდი ზომის დაცული ტერიტორიაა, ვაშლოვანის ნაკრძალი. იქვეა საეკლესიო დაცული ტერიტორია შავი მთა, რომელიც ეკუთვნის ვაშლოვანის ნაკრძალს. მაგრამ, რადგან გადაეცა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ნამონასტრალი ამ ტერიტორიასთან ერთად ეკლესიას, ეკლესიის ინტერესიც არის, რომ ტერიტორიას, კულტურას, ბუნებას, გარემოს მოუფრთხილდეს, შეისწავლოს, დაიცვას და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს გარკვეული ზომით. რომ არ მოხდეს განადგურება. მთავარი იდეა იყო, ღვითმოცემული გარემოს დაცვით, მოვლით, შესწავლით და გამოყენებით ჩვენ, ადამიანებმა მადლობა გადავუხადოთ ღმერთს, მადლიერები ვიყოთ ყოველთვის ღვთის. ამიტომ გაჩნდა საპატრიარქოს შიგნით დაახლოებით 8 ასეთი ტერიტორიის, საერთო ფართი ალბათ იქნება 1500-2000 ჰექტარი, რომ ყოფილიყო ახალი მიდგომა, ინოვაცია, რომ საეკლესიო დაცული ტერიტორიები ყოფილიყო ხმამაღლა სიტყვის მთქმელი, სავიზიტო ბარათი საეკლესიო სივრცეში ამ ღვთითმოცემული ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის თანაარსებობის ჰარმონიზაციის გამოყენების, შესწავლის, ყველასთვის რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო."

ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის?

"როგორ არ არის! ხელმისაწვდომი არის, მაგრამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ეკლესიას გადაეცა დიდი ტერიტორია, ის აღკვეთილია, აკრძალულია, იქ შესვლა აღარ შეიძლება. მაგრამ არც ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო, სანამ ეკლესიას გადაეცემოდა. უმოწყალოდ ჩეხავდნენ, უმოწყალოდ ანადგურებდნენ ფრინველებს, ცხოველთა სამყაროს, რაც იწვევდა კატასტროფას.”

აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის მართვის წამყვანი სპეციალისტის ბატონი უილიამ პატრიკ ობრაიენის თქმით, საქართველომ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა:

”რომ დაგიხასიათოთ ჩემი განწყობა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ იყოს ჩემი ბოლო ვიზიტი საქართველოში”, ამბობს ამერიკელი სტუმარი. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე მოახდინა ქართლში უფლისციხემ, მან ასევე დაათვალიერა ანტიკური მცხეთის არქეოლოგიური ადგილები, ალავერდის მონასტერი.

”მთელი საქმიანობა მიმართეთ იქეთკენ, რომ საქართველოს ისტორიული ფასეულობები იყოს შენარჩუნებული,” - უსურვა მან ქართულ მხარეს.
XS
SM
MD
LG