ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილების თემაზე გაერომ რეზოლუცია დაამტკიცა


დოკუმენტი გმობს იმ დემოგრაფიულ ცვლილებებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელდა

დღეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ არასავალდებულო რეზოლუციას უყარეს კენჭი . 62 -მა ქვეყანამ რეზოლუციის ტექსტი მოიწონა, 84-მა თავი შეიკავა და 16-მა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

დოკუმენტში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობაზე და დევნილების საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული.

რეზოლუცია ასევე გმობს იმ დემოგრაფიულ ცვლილებებს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელდა. დოკუმენტში არის მოწოდება ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების მიმართ, რათა გააქტიურონ ძალისხმევა დევნილთა დაბრუნების მიზნით.

რეზოლუცია ასევე ავალდებულებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, რათა ამ უკანასკნელმა დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად წარუდგინოს მოხსენება.
XS
SM
MD
LG