ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიძინა ივანიშვილის განცხადება


პრემიერმა ხაზი გაუსვა „კონკრეტულ, პოზიტიურ ნაბიჯებს“, რომლებიც ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების კუთხით გადაიდგა

დღეს გამართულ ყოველთვიურ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით რუსეთთან ურთიერთობებში ამ სახელმწიფოსგან „არც მკვეთრ და არც გადამწყვეტ ნაბიჯებს, ასევე „არც სასწაულს“ არ ელის.

მისი განცხადებით, ამ საკითხის მოგვარების გასაღები საქართველოს ეკონომიკური მიმზიდველობაა. რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული. მან, ამასთან ხაზი გაუსხვა „კონკრეტულ, პოზიტიურ ნაბიჯებს“, რომლებიც ნაწილობრივ გადაიდგა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების კუთხით და რომ ასევე იგეგმება ძალისხმევა ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაიოლების მხრივ.
XS
SM
MD
LG