ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა ახლა საქართველოში დემოკრატია?


გამოკითხული ადამიანების დამოკიდებულება ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის მიმართ შეცვლილია

დღეს, თბილისში ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. დღეს გამოქვეყნებული კვლევის ნაწილი საზოგადოების აზრს წარმოადგენს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

შედეგები რამდენიმე ნიშანდობლივ ტენდენციას ადასტურებს.
კვლევის ცდომილების ზღვარი 2.9 %-ს შეადგენს. საზოგადოებივი აზრის კვლევისას, რომელიც თორმეტიდან ოცდაექვს ივნისამდე ჩატარდა, ორიათას სამას ოცდათვრამეტი ადამიანი დაკითხეს.

მარტში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, გამოკითხული ადამიანების დამოკიდებულება ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის მიმართ შეცვლილია. ადრინდელ მონაცემებთან შედარებით, ივნისის მონაცემებმა იმ რესპონდენტების 45% შეადგინა ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება; 13% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიემართება. ამ კატეგორიის რესპონდენტები მხოლოდ 8%- შეადგენდნენ მარტში.

კითხვაზე არის თუ არა ახლა საქართველოში დემოკრატია, რესპოდენტთა 38% დადებითად პასუხობს (მარტში 43%), ხოლო 46% პასუხობს , რომ „არა“-ს (მარტში 38%).

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG