ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განმეორებითი არჩევნები 11 უბანზე ტარდება


სიღნაღში და ხაშურში არჩევნებს სხვა საარჩევნო უბნის კომისიები ატარებენ

საქართველოში განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს. სიღნაღის, ხაშურის და გორის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საპარლამენტო არჩევნები დღეს დილის 8 საათზე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სიღნაღში და ხაშურში არჩევნებს სხვა საარჩევნო უბნის კომისიები ატარებენ.

განკარგულება ამის შესახებ ცესკომ ჯერ კიდევ 10 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო. კენჭისყრის შედეგები 11 საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების გამო გაბათილდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ეკა აზარაშვილი იუწყება, ხმის მიცემა ამჟამად ყველა უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG