ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როტაციის წესით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე გახდა


ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე საქართველო გახდა. დავით ზალკალიანი პოსტს ექვსი თვით, 15 მაისამდე დაიკავებს. საქართველომდე, კაბინეტს საფრანგეთი ხელმძღვანელობდა.

ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით - ეს არის მიმართულებები, რომლებიც საქართველომ თავმჯდომარეობის განმავლობაში საკუთარ პრიორიტეტებად დაასახელა.

მოქმედი თავმჯდომარის რანგში, დავით ზალკალიანმა კომიტეტის წინაშე საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის მიზნებზე ისაუბრა.

„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ერთგვარი გამოწვევა“
დავით ზალკალიანი

თავმჯდომარეობის გადაბარების ოფიციალური ცერემონია, ევროპის საბჭოში 27 ნოემბერს გაიმართა. საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა, დავით ზალკალიანს სიმბოლურად გასაღები გადასცა.

საქართველოს შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ქვეყანა საბერძნეთი გახდება. როტაციის სისტემა, ინგლისური ანბანის მიხედვით მუშაობს. ევროპის საბჭოს წევრი საქართველო 1999 წელს გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG