ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან


ირაკლი ღარიბაშვილი- დემონსტრანტები არ უნდა წამოეგონ პროვოკაციას და ყველა ის პირი, რომელმაც დღეს კანონი დაარღვია პასუხს აგებს

თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ არსებული დაპირისპირების გამო პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც დღეს 18:00 საათზე იგეგმებოდა, გადაიდო.
თუმცა პრეზიდენტმა მიმართვა თავისი რეზიდენციიდან გააკეთა.
„დემონსტრანტების ეს ქმედება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს“ -განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მივიდა. მანვე აღნიშნა, რომ დემონსტრანტები არ უნდა წამოეგონ პროვოკაციას და ყველა ის პირი, რომელმაც დღეს კანონი დაარღვია პასუხს აგებს.
მანვე მოუწოდა დემონსტრანტებს პატივი სცენ ქვეყნის პრეზიდენტს და ტერიტორიის დატოვების თხოვნით მიმართა პოლიტპატიმრებს.
XS
SM
MD
LG