ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონში ჩამოდის


ირაკლი კობახიძე დღეს შეერთებულ შტატებში ჩამოდის. სამდღიანი ვიზიტი რამდენიმე ქვეყნის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. ესენია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო ღონისძიებებში. ირაკლი კობახიძე ანდრი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, შეხვდება ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს. ისინი კონგრესში ასევე შეხვდებიან საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მეგობართა ჯგუფების წევრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG