ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბადრი ბიწაძეს ბრალი წაუყენეს


ბადრი ბიწაძეს ბრალი წაუყენეს
ბადრი ბიწაძეს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძის მეუღლე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობაში დაადანაშაულა. თბილისში საპროტესტო აქციები გასულ კვირას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა. ბადრი ბიწაძეს დღეს ბრალდება წაუყენეს ჯგუფის ორგანიზებაში და პოლიციის წინააღმდეგ შეტევებში საპროტესტო აქციების დროს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიწაძეს ბრალი წაეყენა აუდიო და ვიდეო ჩანაწერების და მოწმეების დაკითხვის საფუძველზე. ერთერთი მოწმე გია უჩავაა, რომელიც ბრალდების თანახმად ოპოზიციის ნახევრად გასამხედროებულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიწაძე გირაოს გადახდის შემთხვევაში სასამართლომდე თავისუფალი იქნება.

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები თბილისში გასულ კვირას გაიმართა. აქციების ბოლო დღეს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, პოლიციამ აქცია დაარბია. დარბევის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო 40-მდე დაშავებულია. არის მსხვერპლი. ჯერჯერობით ოფიციალური მონაცემებით ორი ადამიანია გარდაცვლილი. უფლებათადამცველები საქართველოს ხელისუფლებას ძალის გადამეტებაში დებენ ბრალს.

XS
SM
MD
LG