ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილის და სააკაშვილის შეხვედრა შედგა


„ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ საუბარი ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებსაც შეეხებოდა

დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი და ქვეყნის მომავალი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ნახევარსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელსაც ოცნების რამდენიმე ლიდერთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ, მათ მედიისთვის მოკლე განცხადებები გააკეთეს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოპონენტებს ახალი ხელისუფლება მოექცევა „არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა“ „ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ საუბარი ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებსაც შეეხებოდა, რაშიც ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის სტრატეგიების „თანხვედრაა“.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე ისტორიულ პროცესებს გაუსვა ხაზი, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების გადაცემა უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის ნებით მშვიდობიანი და დემოკრატიული წესით ხდება. პრეზიდენტმა კვლავ ახსენა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის არსებული „ფუნდამენტური განსხვავებები“, თუმცა, მათი დაკონკრეტებისგან თავი ისევ შეიკავა.
XS
SM
MD
LG