ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მოლოდინი და ახალი სახელისუფლებო ძალა


მერაბიშვილმა კონკრეტულ კითხვებს თავი აარიდა, მისი ჩვენება კი იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი

” საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს პრესის საშუალებით ვრცელდებოდეს ინფორმაცია მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკავების და დაკითხვის შესახებ, არ ქონდეს ნაციონალურ მოძრაობას როგორც ოპოზიციურ პარტიას საშუალება გააგრძელოს ამ ხელისუფლების კრიტიკა”, - განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ.

ექს-მინისტრის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის თქმით ვანო მერაბიშვილმა დაკითხვაზე ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა:
” ბატონი ვანო მერაბიშვილი დაბარებული იყო საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით, ე.წ. პასპორტის თემასთან დაკავშირებით. იყო შეკითხვები, შეკითხვებზე პასუხი ამომწურავად გასცა რაც ჰქონდა ინფორმაცია, რაც არ იცოდა ბუნებრივია, ვერ უპასუხებდა. შეკითხვამ ჩაიარა ნორმალურად, დამთავრდა, გამოვედით გარეთ ყველანი”.

დაკითხვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილმა კონკრეტულ კითხვებს თავი აარიდა, მისი ჩვენება კი იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. ვანო მერაბიშვილის განცხადებით თავის მეგობრებთან, ვინც არ იქნება დაჭერილი და ვინც არ იქნება დაკითხვაზე, მთელ დროს მოახმარენ ,რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ფუნქციების შესრულება გააგრძელოს:

”ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც იგი მიიღებს. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველ დღე მუშაობას. განახლებული ”ნაციონალური მოძრაობა” ვუზრუნველყოფთ, რომ საქართვერლოს მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია იმ ვალდებულებებზე, რომელიც ამ ხელისუფლებას გააჩნია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, პენსიებზე, ჯამდაცვაზე, განათლებაზე.. მე და ჩემი მეგობრები, ვინც არ იქნება დაჭერილი, ვინც არ იქნება დაკითხვაზე მთელ დროს მოვახმართ იმას, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გააგრძელოს საკუთარი ფუნქციების შესრულება. ჩვენ მთავარ აქცენტებს დავუთმობთ ჩვენი საზოგადოებისთვის იმ ახალი წინადადების შეთავაზებას, რომ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქართველოს ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი, დემოკრატიული. ვამაყობ, რომ მე, ჩვენ შევქმენით ისეთი სახელმწიფო აპარატი.. ვამაყობ, რომ ვიმყოფებოდი შენობაში, რომელიც არის გარემონტებული, გამთბარი, იქ ზიან კარგად ჩაცმული პატრულის და პოლიციის თანამშრომლები , ვამაყობ, რომ ასეთ კომფორტულ შენობაში მომიწია დაკითხვაზე ყოფნა. მახსოვს, 2003 წელს ამ შენობებში იყო სიცივე, იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყოველდღიურად საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო გაძლიერდეს და წინ წავიდეს”.

”მომავალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ლაღიძის აზრით ”ნაციაონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი აქვს:
”მერაბიშვილის ეს განცხადება მიმაჩნია განპირობებული იყო ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდნენ საპარლამენტო არჩევნებში, დაკარგეს მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ხედავენ იმასაც, რომ ქვეყანაში არ ვითარდება ისე პროცესები, როგორც ესაჭიროება ქართულ საზოგადოებას და რა დაკვეთაც იყო მოსახლეობის. ხალხს სხვა იმედები, სხვა მოლოდინი ქონდა ”ქართული ოცნების” მიმართ. პრაქტიკულად კიდევ არსებობს ეს მოლოდინი, არ არის მთლიანად იმედის გაცრუება, მაგრამ ფაქტი სახეზეა. რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნეგატიური განწყობა უკვე სახეზეა და ეს ყველაფერი განაპირობა იმ პოლიტიკამ, რაც ბოლო თვე ნახევრის განმავლობაში განახორციელა ახალმა სახელისუფლებო ძალამ.
ვფიქრობ, ამით იყო განპირობებული მერაბიშვილის განცხადება, მათ აქვთ იმედი, რომ ქართული ოცნება დაუშვებს კიდევ უფრო მეტ შეცდომას, და ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ მოვლენ ხელახლა ხელისუფლებაში”.


ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ასევე იცავს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის
XS
SM
MD
LG