ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქციის დაშლას, კეკელიძე განცხადებით პასუხობს


"რადიო თავისუფლების" ფოტო

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს და აქციის დაშლისას დაზარალებულებს თავის შესაფარებლად ბიბლიოთეკის შენობას სთავაზობს.

"აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის", - გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს.

რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმი აქციას შლის. აქტივისტები და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები პარლამენტთან მას შემდეგ აპროტესტებენ მოვლენებს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG