ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცოლის დაკრძალვიდან მეორე დღეს, ჯორჯ ბუში რეანიმაციაში გადაიყვანეს


უმცროსი ჯორჯ ბუში (შუაში) მეუღლის დაკრძალვის დღეს, პრეზიდენტთა ოჯახების გარემოცვაში
უმცროსი ჯორჯ ბუში (შუაში) მეუღლის დაკრძალვის დღეს, პრეზიდენტთა ოჯახების გარემოცვაში

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, უფროსი ჯორჯ ბუში, მეუღლის დაკრძალვიდან მეორე დღეს, კლინიკაში გადაიყვანეს. მას მესამე დღეა ჰიუსტონის მეთოდისტური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობენ.

93 წლის ექსპრეზიდენტი კლინიკაში სისხლის ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს. ოჯახის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და ექიმების თქმით, პაციენტი გამოჯანმრთელების გზაზეა.

უფროს ჯორჯ ბუშს პრეზიდენტის პოსტი 1989-93 წლებში ეკავა. მას პარკინსონის დაავადება აქვს და ეტლით, ან სკუტერით გადაადგილდება. მომავალი მეუღლე, ბარბარა მან 16 წლის ასაკში გაიცნო. წყვილი ქორწინებაში 73 წლის განმავლობაში იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG