ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარი აქცენტები: პრეზიდენტი ზურაბიშვილი გაეროს გენასამბლეაზე


„ჩემი გა­მოს­ვლით მსურს გა­ვაფრ­თხი­ლო მსოფ­ლიო, რომ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში აფხა­ზუ­რი ენა და აფხა­ზუ­რი იდენ­ტო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბის ზღვარ­ზეა - თქვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 74-ე ყრი­ლო­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

გაეროს ტრიბუნიდან მან ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზებთან არსებულ მდგომარეობაზე.

"რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, დღეს მე აქ ვსა­უბ­რობ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან ცხოვ­რო­ბენ. ცხოვ­რო­ბენ იმ ზოლ­ზე, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­ვებს ერ­თმა­ნეთს აშო­რებს და სოფ­ლებს ხლეჩს, სა­დაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ყო­ველ­დღუ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, სა­დაც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ზღვრე­ბის გა­და­წე­ვა, რაც შე­უძ­ლე­ბელს ხდის ნორ­მა­ლურ მშვი­დო­ბი­ან ცხოვ­რე­ბას. მე ვსა­უბ­რობ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ხე­ლით, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც მუდ­მი­ვად ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, იზღუ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

მე ვსა­უბ­რობ იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სა­ხე­ლით, რომ­ლე­ბიც უკვე ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ვერ უბ­რუნ­დე­ბი­ან მა­მი­პა­პი­სე­ულ სახ­ლებ­სა და მიწა-წყალს”- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და იქვე დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხი ომზე მრა­ვალ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს და პირ­ველ რიგ­ში - მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქვეყ­ნის შიდა საკითხებზეც ისაუბრა, მისი თქმით, პოლარიზაცია და ურთიერთდაპირისპირება დემოკრატიისა და მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევებია:

"მშვი­დო­ბას არა მხო­ლოდ ომი ემუქ­რე­ბა, მას აგ­რეთ­ვე სულ უფრო მეტ პრობ­ლე­მებს უქ­მნის შიდა საფრ­თხე, რო­მე­ლიც მზარდ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ზე: პო­ლა­რი­ზა­ცია, სა­მო­ქა­ლა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის და­კარ­გვა, ზი­ზღის შემ­ცვე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია, კონ­სპი­რა­ცი­ის თე­ო­რი­ე­ბი - ყო­ვე­ლი­ვე ეს ქმნის შავ ხვრელს, რო­მე­ლიც ძირს უთხრის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვლებს. პა­სუ­ხი ჩვენს წინ არის: უნდა გა­დავ­სინ­ჯოთ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი: ტო­ლე­რან­ტო­ბა მათ შო­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია; პლუ­რა­ლიზ­მი მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი სი­ტყვაა, თუ მას­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა პა­ტი­ვის­ცე­მა სხვა­თა აზ­რის მი­მართ.

პრეზიდენტმა საყოველთაო ჯანდაცვის მნიშვნელობაზე და ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასების ზრდის პრობლემაზეც ისაუბრა.

„ 2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლომ პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის სის­ტე­მის სა­სარ­გებ­ლოდ. ჯან­დაც­ვა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტი სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და სხვა სექ­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90 %-ს ხელი მი­უწ­ვდე­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი გვაქვს დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, TB ის, TB -ის რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ფორ­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის სფე­რო­ში; შიდსი/აივ თით­ქმის დაძ­ლე­უ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის, ჯან­მო-სა და სხვა კერ­ძო სექ­ტო­რის პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, რი­თაც ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბით ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დაძ­ლე­ვის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მნა. ჩვენ კი­დევ ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს”- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის ყრი­ლო­ბა­ზე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­ცე­მის გზებ­ზე და მის თან­მდევ პრო­ცე­სებ­ზეც ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ჟენევის ფორმატზეც. მისი თქმით, ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი უნდა გახდეს.

„ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით. ცვლილებების განხორციელება არის საჭირო. და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად. პირველ რიგში, საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს შეუქცევადი პროცესია.

„„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან, არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით. გარკვეულწილად ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე. მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზეა საუბარი, საჭიროა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება მოძრაობა და გვჭირდება დიპლომატია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG