ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი გახარიამ "სუამის" სხდომაში მიიღო მონაწილეობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიევში "სუამის" (დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონული ორგანიზაცია) სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ეს ორგანიზაცია აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას აერთიანებს.

პარასკევს, გახარია და ზელენსკი პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს. ქართველი ლიდერი დღესვე უკრაინელ დეპუტატს ოლექსი გონჩარიუკსა და პარლამენტის სპიკერს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

„ამასთან ერთად, ხაზი გაესვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, რაც ასევე შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეჟიმს და ეკონომიკას განავითარებს," - განაცხადა გახარიამ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG