შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი იაპონიაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, სადაც ის ჩინეთიდან ჩავიდა. პარასკევს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ტოკიოდან სეულში გაემგზავრება. ბატონი გეითსის განცხადებით ფხენიანის თავდასხმის შემთხვევაში სამხრეთ კორეა ყველანაირი საშუალებებით დაიცავს თავს.
რობერტ გეითსმა არ გამორიცხა სამხრეთ კორეის ავიაციის მიერ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიის დაბომბვა თუ ფხენიანი კვლავაც გააგრძელებს პროვიკაციულ მოქმედებას, მაგრამ ამავე დროს მან იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი რამ აღარ განმეორდება.
რობერტ გეითსის განცხადებით: “ჩემი ვიზიტის მიზანია კოპრეის ნახევრაკუნძულზე მშვიდობის და სტაბილობის დამყარება, რაც შეერთებული შტატების, იაპონიის, ჩინეთის და კორეის რესპუბლიკის ინტერესებში შედის.“