ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამბიაში ცხრა სიკვდილმისჯილი დახვრიტეს


მთავრობის განცხადებით, დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენები სიკვდილით დაისჯებიან

გამბიის მთავრობის განცხადებით, კვირას ცხრა სიკვდილმისჯილი, მათ შორის ერთი ქალი, პრეზიდენტ იაჰია ჯამეჰის ბრძანებით დახვრიტეს.

ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და თან გაფრთხილების სახით მოსახლეობას წესრიგისკენ მოუწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიმინალური ქმედებების ჩამდენებს არანაირი შეწყალება არ შეეფარდებათ და სიკვდილით დაისჯებიან.

გასულ კვირას აფრიკის კავშირმა მოუწოდა გამბიის პრეზიდენტს გადახედოს გადაწყვეტილებას 47 სიკვდილმისჯილის განაჩენის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით. ამგვარივე თხოვნით მიმართა პრეზიდენტს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესმა კომისარმა, კეტრინ ეშტონმა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა.

XS
SM
MD
LG