ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმადან რადიოაქტიური წყლის გაჟონვა შეჩერებულია


ფუკუშიმადან რადიოაქტიური წყლის გაჟონვა შეჩერებულია

მაშველები იაპონიაში დაზარალებული ბირთვული რეაქტორებიდან აზოტს ტუმბავენ , რათა გადახურებული ბირთვული ძელის აფეთქების შესაძლებლობა გამორიცხონ.

დღეს, ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე ტექნიკურმა პერსონალმა როგორც იქნა შეაჩერა რადიოაქტიური წყლის გაჟონვა სადგურიდან. უკანასკნელი დღეების განმავლობაში რადიაციის დონე საგრძნობლად გაზარდა ოკეანის წყლებში.

იაპონიის მინისტრთა კაბინებიტის წარმომადგენელმა იოკიო ედანომ განაცხადა, რომ წყლის გაჟონვა დღეს, იაპონიის დროით დილის 6 სააზე შეწყდა. თუმცა ედანომ დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია ვივარაუდოთ, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა.

XS
SM
MD
LG