ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი მძევალი გაათავისუფლეს


20 წლის ფოტოგრაფი პიერ ბორგი ქაბულიდან ნოემბერში გაიტაცეს

ავღანეთში დაკავებული ორი ფრანგი მძევლიდან ერთმა გაქცევით უშველა თავს, მეორე კი გამტაცებლებმა გაათავისუფლეს.

20 წლის ფოტოგრაფი პიერ ბორგი ქაბულიდან ნოემბერში გაიტაცეს. ავღანეთის მთავრობის განცხადებით, მძევალი ვარდაქის პროვინციაში საპატრული-გამშვებ პუნქტთან იპოვნეს, საიდანაც დედაქალაქშჲ გადაიყვანეს.

საფრანგეთმა დაადასტურა მეორე მძევლის გათავისუფლების ფაქტი, თუმცა კონკრეტული დეტალები არ გაუვრცელებია.ინციდენტის შესახებ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არავის აუღია.

ორშაბათს ვარდაკის პროვინციაში ავტობუსი აფეთქდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაიჭრა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ თალიბებმა განახორციელეს.
XS
SM
MD
LG