ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასწარი შედეგებით საფრანგეთის არჩევნები მაკრონმა მოიგო


ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო - ასეთია წინასწარი შედეგები, რომელიც საფრანგეთის მედიით ვრცელდება. პირველადი მონაცემებით მაკრონმა, რომელიც წარსულში ეკონომიკის მინისტრი იყო, ხმების 64.9 პროცენტი აიღო. მისმა მოწინააღმდეგემ, ნაციონალისტმა მარინ ლე პენმა კი 34.1.

საფრანგეთში დღეს ჩატარებულ არჩევნებს ევროპის მომავლის განსაზღვრის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი სავარაუდოდ ევროკავშირს დატოვებდა და მსოფლიო გლობალიზაციის კურსი დიდი ალბათობით დრამატულად შეიცვლებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG