ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის განმანთავისუფლებელი არმია გაეროს გეგმას არ შეასრულებს


მეამბოხეებისგან შემდგარი სირიის განმანთავისუფლებელი არმია უარს აცხადებს შეასრულოს გაეროს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა სისხლისღვრის შეჩერება.

მეამბოხეთა წარმომადგენლის სამი ალ კურდის განცხადებით, რომელმაც ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო როიტერს მისცა, სირიის განმანთავისუფლებელი არმია უარს აცხადებს გაეროს გეგმით მოქმედებას და მონაწილეობას მიიღებს შეტევით ოპერაციებში იმისათვის, რომ "ხალხი დაიცვას".

ინგლისში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფი თავის მხრივ აცხადებს, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მთავრობის 80 მდე სამხედრო დაიღუპა მეამბოხეთა გაძლიერებული თავდასხმების შედეგად. სამთავრობო მედია გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, ამასთან მისი გადამოწმება ვერ ხერხდება დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით.

XS
SM
MD
LG