ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საფრანგეთს აკრიტიკებს


რუსეთის პრემიერ მინისტრი, დმიტრი მედვედევი

საფრანგეთი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სირიის ახლადშექმნილი ოპოზიციური კოალიცია აღიარა

რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა საფრანგეთი სირიის პოზიციის მხადაჭერისთვის გააკრიტიკა და ამ გადაწყვეტილებას „დაუშვებელი" უწოდა.

ორშაბათს, საფრანგეთში გამგზავრებამდე, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ სირიელი ხალხის „ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად" ახალი ოპოზიციური კოალიციის აღიარება „რეჟიმის შეცვლას" ნიშნავს.

საფრანგეთი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სირიის ახლადშექმნილი ოპოზიციური კოალიცია აღიარა. მოსკოვს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარების მიზნით უცხოურ ინტერვენციას ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG