ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ლიდერი ლიბანში ჩავიდა


ფრანსუა ოლანდი რეგიონში ვიზიტისას სირიის საკითხს განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ხანმოკლე ვიზიტით ლიბანს ეწვია, რათა ამით დაადასტუროს თავის მხარდაჭერა ლიბანის მიმართ მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე. არსებობს საფრთხე, რომ სირიაში არსებული ძალადობა მეზობელ ქვეყნებშიც, კერძოდ კი ლიბანსაც გადაედოს.

ფრანსუა ოლანდი ბეირუთში დღეს დილით ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ლიბანელ კოლეგასთან მიშელ სულეიმანთან. ორი კვირის წინ ბეირუთში აფეთქება მოხდა, რაშიც ლიბანის ოპოზიციამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომხრეები დაადანაშაულა და ლიბანის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

ლიბანიდან პრეზიდენტი ოლანდი საუდის არაბეთს ეწვევა და სირიის საკითხს მეფე აბდულასთან განიხილავს. პარალელურად, სირიაში ძალადობა გრძელდება. დღეს დამასკოში სახელმწიფო ტელევიზიასთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG