ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლას განაგრძობს


6 ივლისს, პარიზში რუსეთი და ჩინეთი სირიის საკითხთან დაკავშირებულ კონფერენციას არ დაესწრნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა კვალავაც გააგრძელებს ზეწოლას, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის გადადგომასთან დაკავშირებით.

შაბათს ოლანდმა ეს განცხადება ბასტილიის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ ინტერვიუშიც გააჟღერა. მან კვლავ მიუთითა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს წევრებს- ჩინეთსა და რუსეთს-სირიის კონფლიქტის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ.

ფრანსუა ოლანდმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე იგი პრეზიდენტ პუტინსაც გაესაუბრა. 6 ივლისს, პარიზში რუსეთი და ჩინეთი სირიის საკითხთან დაკავშირებულ კონფერენციას არ დაესწრნენ. ჰილარი კლინტონმა რუსეთის და ჩინეთის ქმედება დაგმო და მათ სირიის პრობლემის შეფერხებაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG