ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პეჟო-სიტროენი" თანამშრომლებს სამსახურიდან ითხოვს


2012 წელს პეჟო-სიტროენმა 860 მილიონი დოლარის დანაკარგი უკვე განიცადა

ხუთშაბათს ფრანგულმა გიგანტურმა ავტოკომპანიამ პეჟო-სიტროენმა განცხადება გაავრცელა, რის მიხედვითაც ადგილობრივ ფილიალებში 8,000 თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვს. ეს გადაწყვეტილება ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ეკონომიკური კრიზისის და არასტაბილური ბაზრის გამო მიიღო.

პროფკავშირები მიღებულ გადაწყვეტილებს აპროტესტებენ და ხუთშაბათიდან საპორტესტო აქციების დაწყებით იმუქრებიან. ავტოკომპანიის განცხადებით, წელს პეჟო-სიტროენმა 860 მილიონი დოლარის დანაკარგი უკვე განიცადა. ამიტომ კომპანია იძულებულია ბაზრის მოთხოვნილებები გაითვალისწინოს და შესაბამისი ზომები გაატაროს.

კომპანია ასევე გეგმავს დამატებით 3,600 სამუშაო ადგილი შეკვეცოს და ეფექტური გეგმები დასახოს.

XS
SM
MD
LG