ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-შაბაბის შურისძიება


დენის ალექსის სიკვდილით დასჯის შესახებ ცნობა დაჯგუფებამ თვითერით გაავრცელა

სომალიში მოქმედი ისლამისტური დაჯგუგფება „ალ-შაბაბის“ განცხადებით, მათ სიკვდილით დასაჯეს ფრანგი მძევალი, რომელმაც ტყვეობაში სამ წელიწადზე მეტი გაატარა. დენის ალექსის სიკვდილით დასჯის შესახებ ცნობა „ალ-შაბაბმა“ თვითერით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი მძევალი საფრანგეთის დაზვერვის ოფიცერი იყო, რომლის გათავისუფლების ოპერაციაც საფრანგეთის სპეცსამსახურმა მარცხით დაასრულა. ალექსი მოგადიშოს სასტუმროდან 2009 წლის ივლისში გაიტაცეს. მანამდე ის ალ-შაბაბის წინააღმდეგ სომალის სამთავრობო ჯარების ტრენინგიში მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG