საფრანგეთის პოლიციამ 24 საათით გაახანგრძლივა ეჭვმიტანილი ტერორისტული ჯგუფის წევრების დაკავება მას შემდეგ, რაც ნაღმების დასამზადებელი მასალები იქნა აღმოჩენილი პარიზის შორიახლოს მდებარე ავტოფარეხის ტერიტორიაზე.
პარიზის პროკურორმა, ფრანსუა მოლინსმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12 ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამისტის დაკავება გახანგრძლივებული იქნება გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოებების აღმოჩენის პირობებში. მოლინსს სწორედ ნაღმების დასამზადებლად საჭირო მასალების აღმოჩენა ჰქონდა მხედველობაში.
სამართალდამცავები აღნიშნულ სამალავზე ბოლო დროს დაკავებული ეჭვმიტანილი ისლამიტი ექსტრემისტების მინიშნებით გავიდნენ.