ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზი ნატოსგან აქტიურ ქმედებას ითხოვს


პარიზი ნატოსგან აქტიურ ქმედებას ითხოვს
პარიზი ნატოსგან აქტიურ ქმედებას ითხოვს

საფრანგეთი ნატოს ლიბიაში არასაკმარისი ქმედების გამო აკრიტიკებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ ფრანგული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსმა საკუთარი როლი მთლიანად უნდა შეასრულოს და უფრო მეტად უნდა დააზარალოს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის სამხედრო არსენალი. ჟუპემ აღნიშნა, რომ აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს ნატოს მინისტერიალზე. საფრანგეთის ამ მოთხოვნას დიდი ბრიტანეთიც უჭერს მხარს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო თვითმრინავებმა ლიბიაზე საჰაერო დარტყმების განხორციელება მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა. ამის მზიანი, კადაფის ძალებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა იყო. ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების მიუხედავად, მუამარ კადაფის ძალებს და ამბოხებულებს შორის ბრძოლები ისევ გრძელდებდა. გუშინ ლიბიელი ამბოხებულების ლიდერებმა უარი თქვეს ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც მათ აფრიკის კავშირმა შესთავაზა. ამბოხებულები ითხოვენ, რომ კადაფიმ და მისმა შვილებმა ძალაუფლებასთან ერთად ქვეყანაც დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

XS
SM
MD
LG