საფრანგეთის არჩევნებში წინასწარი მონაცემებით 13-დან 7 რეგიონში ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის რესპუბლიკური პარტია და მისი ცენტრისტულ-მემარჯვენე მოკავშირეები ლიდერობენ.
ვერც ერთ რეგიონში გამარჯვება ვერ მოიპოვა მარი ლეპენის ნაციონალისტურმა ფრონტმა. იმიგრანტების მოწინააღმდეგე და ანტი-ევროპული ნაციონალისტური ფრონტი წინა საარჩევნოდ 6 რეგიონში ლიდერობდა.