ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღუპული „ეარ ფრანსის“ მეორე შავი ყუთი აღმოაჩინეს


დაღუპული „ეარ ფრანსის“ მეორე შავი ყუთი აღმოაჩინეს
დაღუპული „ეარ ფრანსის“ მეორე შავი ყუთი აღმოაჩინეს

ფრანგი გამომძიებლების განცხადებით, მათ ორი წლის წინ ბრაზილიასთან დაღუპული „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავის მეორე ხმის ჩამწერი აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, ხმის ჩამწერი კარგ მდგომარეობაშია შენახული. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ კატასტროფამდე თვითმფრინავში არსებული ბოლო წუთების დადგენაში დაეხმარება. კვირას საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირველი ხმის ჩამწერი, ე.წ. შავი ყუთი, ზღვაში უეკიპაჟო წყალქვეშა ნავის მეშვეობით იპოვეს. „ეარ ფრანსის“ რეისმა 447-მა კატასტროფა 2009 წლის ივნისში განიცადა, როდესაც ის რიო-დეჟანეიროდან პარიზში მიფრინავდა. თვითმფრინავი ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. ბორტზე 228 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა, თუმცა საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ დაუდგენელია.

XS
SM
MD
LG