ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთიდან საფრანგეთის ჯარები გავიდა


ფრანსუა ოლანდმა დაპირება შეასრულა და ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დააჩქარა

საფრანგეთს ავღანეთიდან ჯარები გაჰყავს და კოალიციის მისიაში მონაწილეობას ასრულებს. ბოლო საბრძოლო ქვედანაყოფები ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პროვინციიდან გავიდნენ.

დღეს, კაპრისადან დარჩენილი 500 ჯარიკაცის გამგზავრებით პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაპირება შეასრულა და ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დააჩქარა. ალიანსის დარჩენილი ნაწილი ქვეყნიდან 2014 წლამდე უნდა გავიდეს.

საფრანგეთს ავღანეთში, ნატოს კოალიციაში, ზომით მე-5 შენაერთი ჰყავდა. ავღანეთში 2001 წლიდან 88 ფრანგი მეომარი დაიღუპა. ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთი მოწყობილობების გადაზიდვამდე და ავღანელი ჯარების წვრთნებისთვის ქვეყანაში, ჯერჯერობით, 1500-მდე ჯარისკაცს შეინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG