ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ძალადობა გრძელდება


ავღანეთში ძალადობა გრძელდება
ავღანეთში ძალადობა გრძელდება

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ჰერატის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად ავღანეთის არმიის 5 ჯარისკაცი დაიღუპა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცების სამხედრო მანქანა პაშტუნ ზარგუნის რაიონში აფეთქდა. ჯარისკაცებთან ერთად ერთი ოფიცერი დაიღუპა.

დღესვე ნატოს კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბის აფეთქების შედეგად.

ამასობაში საფრანგეთმა 200 ჯარისკაცი გამოიყვანა ავღანეთიდან. წლის ბოლომდე კი 1000 ფრანგი ჯარისკაცი დატოვებს ავღანეთს.

სულ საფრანგეთს 4000 ჯარისკაცი ჰყავდა ავღანეთში, რომლებსაც 2012 წლის მიწურულს გაიყვანენ ქვეყნიდან.

ავღანეთში ომის დაწყებიდან საფრანგეთმა 75 ჯარისკაცი დაკარგა თალიბებთან ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG