ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა


პრეზიდენტმა ობამამ „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ფლორიდელი მოსამართლე შეცდა, როდესაც პრეზიდენტის ჯანდაცვის პროგრამის კანონი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. „ფოქს ნიუსის“ ეთერში ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს 12 წევრი-მოსამართლე გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იღებს და მას არ სურს შემდგომი ორი წელი ისევ იმაზე დახარჯოს, რასაც გასული ორი წლის დროს მიაღწია. ბატონმა ობამამ უარყო „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებული მოსაზრება მისი მემარცხენეობის შესახებ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან დაწია გადასახადები მისი მმართელობის პერიოდში და ასევე მის ჯანდაცვის კანონში არავითარი "სოციალისტური ნიშნები" არ არსებობს. პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ეგვიპტეში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა: „ეგვიპტელ ხალხს სურს თავისუფლება, მათ სურთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მათ სურთ წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა. სწორედ ამიტონაც ჩვენ ვამბობთ რომ იქ ძალაუფლების გადაცემა ახლავე უნდა დაიწყოს,“- განაცხადა ობამამ.

XS
SM
MD
LG