ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი მოსამართლე კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივით გამოდის


ამერიკის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ჯონ პოლ სტივენსი წინადადებით გამოდის, რომ ამერიკის კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნას მეორე დამატება, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს იარაღის ყიდვის და ქონის უფლებას აძლევს. სტივენსის აზრით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში იარაღით ჩადენილი მასობრივი მკვლელობების აღსაკვეთად გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

97 წლის ყოფილმა მოსამართლემ, რომელიც 2010 წელს პენსიაში გასვლამდე ამერიკის უზენაეს სასამართლოში 35 წელი მსახურობდა, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში თქვა, რომ კონსტიუტციიის მეორე დამატების “თავიდან მოშორება” “შაშხანების ეროვნულ ასოციაციას შეასუსტებს საკანონმდებლო პროცესში ჩარევის და იარაღის კონტროლის კონსტრუქციული კანონის მიღების თვალსაზრისით.”

სტივენსი 2008 წელს უზენაეს სასამათლოში უმცირესობაში აღმოჩნდა, როცა ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კონსტიტუციის მეორე დამატება ამერიკის მოქალაქეებს იარაღის თავდაცვის მიზნით ქონის უფლებას აძლევდა. სტივენსის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ “შაშხანების ეროვნულ ასოციაციას უდიდესი ძალის მქონე პროპაგანდის იარაღი ჩაუგდო ხელში.”

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტივენსის მოსაზრებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა და დიდი ასოებით დაწერა, რომ “მეორე დამატება არასოდეს გაუქმდება!”


Facebook Forum

XS
SM
MD
LG