ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრთხეების დაძლევის ამერიკული გეგმა


ობამას ადმინისტრაცია ყოველთვის აცნობიერებდა, რომ მსოფლიოს მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა საერაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მონდომებით და მისი ერთად დგომით უნდა გადაწყდეს და რომ ვერცერთი ერი მსოფლიოში ვერ იმოქმედებს დამოუკიდებლად არსებული საფრთხეების დასაძლევად.

ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა მაიკ ჰამერმა ერთერთ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მომავლის საკითხებს დაეთმო განაცხადა, რომ ბარაკ ობამამ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მსოფლიოს ქვეყნებთან მჭიდრო კავშირში განხორციელდებოდა.

ჰამერმა დასძინა, რომ პრეზიდენტ ობამას ხელმძღვანელობით, ამერიკამ მაქსიმუმი გააკეთა ევროპაში ნატოს კავშირან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით. აზიაში კი, ობამამ მონაწილეობა მიიღო ამერიკა-ასეანის პირველ სამიტში. წელს მოგვიანები კი შეერთებული შტატები აპეკის სამიტს უმასპინძლებს. ამერიკის ადმინისტრაციამ ასევე ბევრი გააკეთა რუსეთთან ურთეირთობების გადატვირთვის მიზნით-ძალისხმევა, რომელსაც შედეგი უკვე სახეზე აქვს სტარტის სახელით ცნობილი ხელშეკრულების სახით. ამ ფონზე, ამერიკამ ასევე დაიწყო ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ისეთ საკითხებზე როგორიცაა ადამიანის უფლებები, საკვების უსაფრთხოება, ბირთვული გაუვრცელებლობა და გლობალური ეკონომიკური კრიზისი.

მიმდინარე წელს, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ბევრი ასპექტი და პოლიტიკის ამოცანები შენარჩუნებული იქნება, ისერები როგორიცაა შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად და ამერიკის მონაწილეობა აზიაში მიმდინარე პროცესებში.

თუმცა მოსალოდენლია, რომ 2011 წელმა მოიტანოს ახალი აქცენტები ამერიკის უთიერტობებში მის მეზობლებთან, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის კონტინენტის ხალხების პრობლემებსა და საერთო შეხედულებებს. მარტში, ბარაკ ობამა ბრაზილიაში, ჩილესა და ელ სალვადორში გაემგზავრება და როგორც მაიკ ჰამერი ამბობს, ეს ვიზიტი ნახევარსფეროში შეერთებული შტატების მონაწილეობას გაუსვამს ხაზს.

ამერიკის პრეზიდენტს ნახევარსფეროსთან მიმართებაშჲ საკუთარი ხედვა აქვს, რათა არსებული პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. მას უნდა რომ გაგრძელდეს მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც ნახევარსფეროს პრობლემებს იწვევს, ეკონომიკური უსაფრთხოებიდან დაწყებული, სავაჭრო ურთიერთობებით დამავრებული.

როგორც პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მისი პირველი გამოსვლისას, ადამიანები სხვადასხვა ადგილიდან მოდიან, მაგრამ მათ საერთო მომავალი აქვთ. ახლა დროა მსოფლიომ საერთო ფასეულობებზე, ინტერესებზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მომავალი აშენოს, განაცხადა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG