ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფორბსის" მილიარდერთა სია


შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, დღესდღეობით მსოფლიოში 1,426 ათასი მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა შემოსავალი 5,4 ტრილიონ დოლარამდე აღწევს.

შეერთებული შტატები ყველაზე მეტი მილიარდერით გამოირჩევა და მათი რიცხვი 442 გახლავთ. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 366 პლანეტის მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, ევროპაში 366, ლათინურ ამერიკაში 129, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში კი 103.

მსოფლიოს მილიარდერთა სიაში წელსაც მექსიკელი ტელემაგნატი კარლოს სლიმი ლიდერობს, მეორე ადგილი კომპანია მაიკროსოფტის დამაარსებელს ბილ გეითს უჭირავს.მესამე ადგილი კი ესპანელ ამანსიო ორტეგას ერგო.
XS
SM
MD
LG