ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

60-ზე მეტი მოწამვლის შემთხვევა ცნობილ რესტორანში


"რესტორანი" 2010 წლიდან დღემდე "ნომა" მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად ითვლება

მსოფლიოს საუკეთესოთა სიაში შესულ დანიურ რესტორან "ნომა"-ში რამდენიმე ათეული ადამიანი მოიწამლა. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, რესტორან "ნომას" კოპენჰაგენის ფილიალის 63 კლიენტს და რამდენიმე თანამშრომელს მწვავე მოწამვლა აღენიშნათ.
ამ დროისათვის ცნობილი არ არის მოწამვლის გამომწვევი მიზეზი, თუმცა ინსპექტორები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომელი ყოფილიყო.
პრესტიჟული ჟურნალი "რესტორანი" 2010 წლიდან მოყოლებული "ნომას" მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად ასახელებს. სადილი ამ რესტორანში დაახლოებით 260 $ ჯდება და ადგილის დაჯავშნას კი რამდენიმე თვე სჭირდება.
XS
SM
MD
LG