ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლი უილიამსი - პირველი ამერიკელი მეხანძრე ქალი


მოლი, პირველი ამერიკელი მეხანძრე ქალი
მოლი, პირველი ამერიკელი მეხანძრე ქალი

აფრო ამერიკელი მოლი უილიამსი, ნიუ-იორკში ცხოვრობდა. საარქივო მასალებით ირკვევა, რომ ის ნიუ-იორკელი ვაჭრის ბენჟამის აიმარის მონა იყო.

დაუნთაუნ მანჰეტენზე, ზუკუტის პარკთან არსებულ სახანძრო ქვედანაყოფში მოლიმ მუშაობა თავდაპირველად დამხმარედ დაიწო. ის რეცხავდა ტანსაცმელს და ალაგებდა შენობას, თუმცა დროთა განმავლობაში ის მეხანძრე გახდა.

როგორც ისტორიულ წყაროებშია ნათქვამი, არავინ იცის ზუსტად, თუ როდის დაიბადა მოლი და ჰყავდა თუ არა ოჯახი, თუმცა როგორც მეხანძრე, მასზე ბევრს მაშინაც და ახლაც საუბრობენ.

მის შესახებ არქივში 1818 წელით დათარიღებული მასალები ინახება რომლის მიხედვითაც მოლიმ შეძლო და ცეცხლისგან ადამიანების სიცოცხლე იხსნა, მაშინ როდესაც, სახანძრო სამსახურის სხვა თანამშრომლები გრიპის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდნენ და ვერ მუშაობდნენ.

ამ დროს, მოლიმ ცეცხლის კერასთან ახლოს მისვლა დაუტკეპნელი თოვლიდან მოიფიქრა. ჩვენ შევძელით შენობას მივახლოვებოდით და ცეცხლი ჩაგვექრო, ეს მისი დამსახურებაა, ”- წერია საარქივო მასალაში.

“ქარიანი და თოვლიანი დღე იყო, შენობასთან მისვლას მეხანძრეები ვერ ახერხებდნენ. თანამშრომლების ნაწილი, სამსახურში არ იყო, რადგან ისინი შეუძლოდ გრძნობდნენ თავს. ამ დროს, მოლიმ ცეცხლის კერასთან ახლოს მისვლა დაუტკეპნელი თოვლიდან მოიფიქრა. ჩვენ შევძელით შენობას მივახლოვებოდით და ცეცხლი ჩაგვექრო, ეს მისი დამსახურებაა, ”- წერია საარქივო მასალაში.

უილიამსის გამჭვირვალე კაბა და ფართუკი შესამჩნევი იყო, თუმცა ის ამ სამოსით სწრაფ და რთულ მოძრაობებს მარტივად აკეთებდა. დროთა განმავლობაში კი მან სამოსი შეცვალა და მისი განსხვავება შეუძლებელი იყო.

“ისეთივე ძლიერი და კარგი მეხანძრე იყო, როგორც სხვა ბიჭი მეხანძრეები” ამბობდნენ მაშინ ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG