ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარმა საფრანგეთის ჩრდილოეთით მიგრანტთა ბანაკი თითქმის მთლიანად გაანადგურა


ხანძარი მიგრანტთა ბანაკში
ხანძარი მიგრანტთა ბანაკში

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე „გრანტ-სინტის“ მიგრანტთა ბანაკის უდიდესი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ცეცხლი ავღანელ და ქურთ მიგრანტებს შორის შეტაკების შემდეგ გაჩნდა თუმცა ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რეგიონის პრეფექტი მიშელ ლალანდი ამბობს, რომ შეტაკების შემდეგ სულ მცირე ხუთი ადამიანია დაშავებული. ბანაკიდან მიგრანტების ევაკუირება მოხდა და ისინი მის სიახლოვეს მდებარე სხვა თავშესაფრებში გადაიყვანეს.

„გრანდ სინთის“ ბანაკი საერთაშორისო ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დააარსა და იქ ამ დრომდე 1500-მდე მიგრანტი ცხოვრობდა. მათი უმეტესობა წარმოშობით ქურთია. ბანაკში მიგრანტთა რაოდენობა ასე მას შემდეგ გაიზარდა, რაც მის ახლოს მდებარე ქალაისის ბანაკი დაიხურა. საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ძალიან ბევრი მიგრანტია შეგროვილი იმ იმედით, რომ ისინი ბრიტანეთში მოხვდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG