ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მრჩეველმა ფიონა ჰილმა მოსკოვში შეხვედრები გამართა


ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი რუსეთში მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ფიონა ჰილმა მოსკოვში მოლაპარაკებები რუსეთის ოფიციალურ პირებთან 17 აპრილს გამართა. პესკოვის ინფორმაციით, ის კრემლის მრჩეველს იური უშაკოვსაც შეხვდა.

ფიონა ჰილი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის და რუსეთის მიმრათულებას ხელმძღვანელობს. პესკოვის განცხადებით ჰილმა და რუსმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა არ განუხილიათ.

ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირების შეხვედრის შესახებ ცნობები იმ დღეს გავრცელდა, როცა ვაშინგტონი სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის ანგარიშის გამოქვეყნებას ელოდება. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მალერის რუსეთის გამოძიება მოიხსენია, როგორც უმნიშვნელო.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის“, - თქვა პესკოვმა. „ეს ჩვენ არ გვაინტერესებს და არ გვაღელვებს“, - დაამატა მან.

რობერტ მალერი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის კავშირებს იძიებდა. მალერმა დაადგინა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი რუსეთს არ გარიგებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG