ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიჯი დამანგრეველი ქარიშხლისთვის ემზადება


რამდენიმე ათეული თავშესაფარი გახსნილია მოსახლეობისთვის

წყნარი ოკეანის კუნძული სახელმწიფო ფიჯი დამანგრეველი ქარიშხლისთვის ემზადება. კვირის ბოლოს იმავე ქარიშხალმა სამოას გადაუარა, სადაც სტიქიამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ რამდენიმე მოქალაქეს კვლავ ეძებენ.

ფიჯის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რამდენიმე ათეული თავშესაფარი გახსნილია მოსახლობისთვის და მიმდინარეობს მათი ევაკუაცია. ქარიშხალი კუნძულს 300 კილომეტრი საათში სიჩქარით კვირა საღამოს ან ორშაბათს გამთენია დაატდება თავს.
XS
SM
MD
LG