ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალი მეწარმეები და ბიზნეს ლიდერები ფინანსების სფეროში გენდერული განსხვავების შემცირების ერთ-ერთ გზად კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებას მიიჩნევს.

რადგან კომპანიების ქალ დამფუძნებლებს გაცილებით მეტად უჭირთ ფინანსების მოპოვება ვიდრე მამაკაცებს, ბევრი ქალი ამის გამოსწორების გზად სწორედ უახლეს ტექნოლოგიებს მიიჩნევს.

„ქალები, რომლებსაც აქვთ ინიციატივები და არ ეშინიათ მათი განხორცელების, ფინანსების მოძიებას ძალიან სწრაფად შეძლებენ. არ გეგონოთ, რომ დაგვიანებულია, ამ შესაძლებლობების გამოყენება ახლაც შეგიძლიათ დაიწყოთ“, ამბობს ლიზა უანგი, კომპანია „SheWorx”-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

2017 წელს ქალმა მეწარმეებმა მსოფლიო საინვესტიციო კაპიტალის მხოლოდ 11 % მიიღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG