ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენ ბერნანკე დღეს კონგრესში სიტყვით გამოდის


ფედერალური რეზერვი ეკონომიკის სტიმულირების ძალისხმევას შეამცირებს

ამერიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის განცხადებით, ფედერალური რეზერვი მომავალში შეამცირებს ეკონომიკის სტიმულირების ძალისხმევას. თუმცა ბანკი ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადადგამს, როცა ამერიკის ეკონომიკას გაუმჯობესების მკაფიო ნიშნები შეეტყობა.

ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ბენ ბერნანკე დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა. კანონმდებლებისთვის ჩვენების მიცემამდე მან უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და სიტყვის შინაარსი გამოაქვეყნა.

ბერნანკე, სავარაუდოდ, ინვესტორების დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ ფედერალური მთავრობა ამ ეტაპზე მკვეთრი ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს.
XS
SM
MD
LG