ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალურმა მოსამართლემ ლიეტუველი მოსამართლის ექსტრადირება გადაწყვიტა


შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ლიეტუველი მოსამართლის ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. ნერინგა ვენცკიენე ექსტრადიციის შეჩერებას ითხოვდა და მიზეზად სიცოცხლის საფრთხეს ასახელებდა მას შემდეგ, რაც მისი ბავშვების სექს ინდუსტრიაში მონაწილეობა გამოვლინდა.

ვენცკიენემ თავი ჩიკაგოს 2013 წელს შეაფარა, მას შემდეგ ის ფლორისტად მუშაობს. სასამართლოს კი ამ წლის თებერვალში ჩაბარდა.

ფედერალურმა მოსამართლემ განაცხადა, რომ მისი ძალაუფლება შეზღუდულია და ექსტრადიციას ვერ შეაჩერებს ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების და თანამშრომლობის გამო.

ვენცკიენეს ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG