ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყალბი საქონლის ინდუსტრია


Seized, counterfeit goods
Seized, counterfeit goods

სამართალდამცავები თვლიან, რომ ეს ნარკობიზნესზე უფრო დიდი ბიზნესია

ყალბი დიზაინერების ჩანთები, ტანსაცმელი, ფარმაკოლოგიური ნაწარმიც კი კეთდება და იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. სამართალდამცავები თვლიან, რომ ეს ნარკობიზნესზე უფრო დიდი ბიზნესია. პოლიციის განცხადებით, ის პირი ვინც იძენს ამ პროდუქციას, დანაშაულის დაფინანსების უშუალო მონაწილე ხდება. ყალბი საქონლის დიდი ნაწილი წყნარი ოკენის აუზის ქვეყნებიდან ლოს ანჯელესის გავლით ხვდება ამერიკაში.

ამ საქონლის ყიდვის მსურველები ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარე სანტე ელის უბანს სტუმრობენ, სადაც ერთმაენთის მიყოლებით უამრავი პატარა მაღაზიაა. აქ მათ შაუძლია დიზაინერების ყალბი საათების, სათვალეების, ჩანთების და ტანსაცმელების შეძენა.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად საბაჟოზე საეჭვო კონტეინერების დაკავება ხდება, ყალბი საქონლის რეალიზატორები მაინც ახერხებენ ქვეყანაში ამ საქონლის უკანონოდ შეტანას.
XS
SM
MD
LG