ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფეისბუქის კიდევ ერთი რეკორდი


მარც ცუკერბერგის ცნობით, ამ კვირის განმავლობაში ფეისბუქს ერთი დღისთვის ადამიანთა უპრეცედენტო რაოდენობა, ერთი მილიარდი მომხმარებელი სტუმრობდა.

ფეისბუქმა, ინტერნეტის სოციალური ქსელების გიგანტმა, დღეს განაცხადა, რომ მან ახალი რეკორდი დაამყარა. ამ კვირის განმავლობაში ვებგვერდს ერთი დღისთვის ადამიანთა უპრეცედენტო რაოდენობა, ერთი მილიარდი მომხმარებელი სტუმრობდა.

ინფორმაცია საკუთარი ორგანიზაციის მორიგი წარმატების შესახებ ფეისბუქის შემქმნელმა და ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა (https://www.facebook.com/zuck). განცხადებაში ნათქვამია, რომ „ორშაბათს, დედამიწაზე მცხოვრები ყოველი შვიდი ადამიანიდან, ერთი ფეისბუქზე იმყოფებოდა“. ცუკერბერგის თქმით, ეს უდიდესი მონაპოვარია, თუმცა კონტაქტების მთელ მსოფლიოში დამყარების საქმეში ეს „ჯერ მხოლოდ დასაწყისია“. მარკ ცუკერბერგის, 2004 წელს ჯერ კიდევ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ დაარსებულ ქსელს, დღეს მილიარდნახევარზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

XS
SM
MD
LG